„მთელი დღეები სხედან ბნელ ლაბორატორიაში და მავნებლობებს იგონებენ“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „მედიაკრიტიკის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „მთავარმა არხმა“ თურქულ სერიალს სახელწოდება შეუცვალა.
„რა მაგრები არიან.
რაღამც სათაური შეუცვალეს, დასრულდება, აბა რა იქნება?!
"ქართული ოცნება" უნდა დაგეწერათ, თორემ რა იცით ვისი ოცნების დასასრულია?! ზოგი ხელისუფლებაში მობრუნებაზე ოცნებობს, ზოგიც მესამე ადგილზე გასასვლელად...
ისე, რას ერჩით, ჰგავს სათაური?! თითქმის სწორადაა ნათარგმნი, "ოცნების დასასრული", "ორ სამყაროს შორის", რა სხვაობაა?!
"ორ სამყაროს შორის" ასე უნდა გეთარგმნათ: "იანუკოვიჩის სცენარი" ან "ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის". ცოტა ახლოს იქნებოდა...
მთელი დღეები სხედან ბნელ ლაბორატორიაში და მავნებლობებს იგონებენ“, - წერს სალუქვაძე.