ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მოდით და პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ღირსეული პრემიერ-მინისტრის განცხადება.
განცხადება, რომელიც ყველას თავის ადგილს მიუჩენს და გვიბრუნებს იმ აღქმას, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში უფროსი და ვისი ინტერესები არის უმთავრესი.
ნამდვილად არ მინდა ამ ფონზე რაიმე სახით კომენტარი გავაკეთო იმ გვარაზმატიკების ფრაზებზე, რომლებიც ბედნიერნი არიან - შაჰის კარზე მიგვტუქსესო.
არ მინდა თუნდაც იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე ვარ და მიხვდებით რასაც ვიტყოდი“, - წერს გაბრიჭიძე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა პირველ სექტემბერს განაცხადა:
„ჩემი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი“.