logo_geo
eng_logo
მედიის ცნობით, „თალიბანი“ დღეს ახალი მთავრობის გამოცხადებას გეგმავს
- +

2 სექტემბერი. 2021. 11:16

 

 

„თალიბანი“ დღეს ახალი მთავრობის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

„თალიბანის“ წარმომადგენლის, აჰმადულა მუთაქის განცხადებით, ახალი მთავრობის გამოცხადების ცერემონია ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში იგეგმება.

 

როგორც მედია წერს, მმართველი საბჭოს ხელმძღვანელად სავარაუდოდ ისლამისტური მოძრაობის ლიდერი ჰაიბატულა ახუნძადა დასახელდება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი დაექვემდებარება.

 

„თალიბანის“ უმაღლეს ლიდერს სამი მოადგილე ჰყავს: მავლავი იაქუბი, მოძრაობის დამფუძნებლის მოლა ომარის ვაჟი, სირაჯუდინ ჰაქანი და აბდულ ღანი ბარადარი.

 

„როიტერი“ წერს, რომ ავღანეთის ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებასა და ინვესტორთა მოზიდვაში.

 

„თალიბანი“ მმართველი საბჭოს მეშვეობით ავღანეთს 1996-2001 წლებშიც მართავდა, ვიდრე კოალიციური ჯარები შევიდოდნენ ქვეყანაში. მათი მმართველობა შარიათის მკაცრ წესებზე იყო დამყარებული. ამჯერად, მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მმართველობა ზომიერი იქნება და საერთაშორისო საზოგადოებას ადამიანის უფლებების დაცვას და ძველი მტრების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისგან თავის შეკავებას ჰპირდებიან.

 

აშშ-სა და ევროკავშირში სკეპტიკურად არიან განწყობილი მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ და აღნიშნავენ,  რომ ახალი მთავრობის აღიარება მათი ქმედებების მიხედვით მოხდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner