უცხოური მედიის ცნობით, გერმანიაში ფესტივალზე სირიელმა მიგრანტმა თავი აიფეთქა. შემთხვევა ბავარიის ფედერაციულ მხარეში მდებარე ქალაქ ანსბახში მოხდა.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 27 წლის სირიელმა მიგრანტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, რაც უფლება არ მისცეს, მუსიკალურ ფესტივალს დასწრებოდა, რომელიც ქალაქში, ღია ცის ქვეშ იმართებოდა.
დაშავდა 12 და დაიღუპა ერთი ადამიანი. აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 2 500 ადამიანის ევაკუაციაც განხორციელდა.