logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ!
- +

25 ივლისი. 2016. 10:35


ბოდბის ეპისკოპოსი მეუფე იაკობი მოუწოდებს ადამიანებს, მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი.


„უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ - უარი ეთქვათ. მაბეზღარებივით, ჯერ გადაწყევეტილება გამოტანილი არ არის, მაშინვე საზღვარგარეთ გარბიან. ხან რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიწერს „ტვიტერზე" და ხან - ვინ. აბა, ამერიკელებს და თავმოყვარე ერებს დაუწერეთ ასე, თუ შეგიშვებენ ქვეყანაში მერე. ერთი ადამიანიც არ მემეტება ციხისთვის, მაგრამ რომ დააშავა, უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს. მით უმეტეს, მკვლელებზე, ვინც აუპატიურებდა, იმაზე ხელის დაფარება, რა არის?!..

 

მადლობა ღმერთს, რომ შურისმაძიებელი ერი არ ვართ და კიდევ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან ერის წიაღში. რაც არ უნდა იძახონ: „რეიტინგი, რეიტინგი", რომელ რეიტინგზეა ლაპარაკი?!

 

ქუჩაში ისე ხომ არ უნდა გამოვიდეთ, რომ კვერცხები დაგვაყარონ. ეს ჩვენი სირცხვილიც არის. სულ არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს მოქალაქეს კვერცხს ესვრიან. თუ ქვეყანა და ღმერთი უყვართ, ცოტა ხანი გვერდზე გადადგნენ, შეხედონ საკუთარ შეცდომებს და წლები რომ გავა, თუ უფალი ინებებს და ხალხის ნებაც იქნება, ბევრი კარგი ადამიანია იქ და ვიღაცეებს პოლიტიკურ სამარეში არ უნდა გადაყვნენ. ძველად, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ასეთ ხალხთან დგომა უდიდესი სირცხივილი იყო", - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner