logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ქართველი ხალხი არ შეეგუება სააკაშვილებისგან, ბოკერიებისგან, ხოშტარიებისგან და ბარამიძეებისგან თავსმოხვეულ უმსგავსობას!
- +

2 სექტემბერი. 2021. 16:34

 

 

ხალხის, ქვეყნის, ერის და ბერის წინაშე  დამნაშავეებთან კვალიციური მთავრობის შექმნას ქართველი ხალხი არ შეეგუება! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის IV-V მოწვევის დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

 

ეს თავგასულობა, უთავმოყვარეობა, ღირსება აყრილი პიროვნებების შტურმი საზოგადოებაზე, გონებაზე, ადამიანების ოჯახებზე, მრწამსზე, რწმენაზე - ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო ზომები. პირველივე დღიდან ვაპროტესტებდი კოჰაბიტაციას. ქართველი ხალხი არ შეეგუება უცხოეთიდან დაფინანსებული სააკაშვილებისგან, ბოკერიებისგან, ხოშტარიებისგან და ბარამიძეებისგან თავსმოხვეულ უმსგავსობას! ქართველი ხალხი არ შეეგუება კოალიციურ მთავრობას. ხალხის, ქვეყნის, ერის და ბერის წინაშე  დამნაშავეებთან კვალიციური მთავრობის შექმნას ქართველი ხალხი არ შეეგუება! „ნაციონალური მოძრაობაამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება! - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner