logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა სწრაფი რეაგირების ძალა უნდა შექმნას
- +

2 სექტემბერი. 2021. 17:02

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სწრაფი რეაგირების ძალა უნდა შექმნას.

 

„ზოგჯერ არის მოვლენები, რომლებიც ისტორიის კატალიზაციას ახდენენ, გარღვევას ჰქმნიან და ვფიქრობ, რომ ავღანეთი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. სწრაფი რეაგირების ძალა ამის ნაწილი უნდა იყოს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირმა ქვედანაყოფები უნდა შექმნას, რომელიც უფრო ოპერატიული იქნება, ვიდრე საბრძოლო ჯგუფები.

 

„უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვის საჭიროება გაცილებით აშკარაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

 

1-ელ სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ზომები უნდა მიიღოს, რათა უკეთ მოემზადოს თავისი მოქალაქეების სამხედრო ევაკუაციისთვის ისეთ სიტუაციებში, როგორიც ავღანეთში ბოლო კვირების განმავლობაში განვითარდა.

 

„ევროპული გავლენა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი ავღანეთი იმის გასაგებად, რომ ევროკავშირი უნდა ისწრაფოდეს უფრო დიდი ავტონომიისა და ქმედუნარიანობისკენ. ჩვენი სტრატეგიული ავტონომია მოითხოვს მუშაობას ჩვენს ეკონომიკურ ძალაზე, სამეზობლოსა და უსაფრთხოების შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner