logo_geo
eng_logo
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტეხასის შტატში აბორტის ამკრძალავი კანონის შეჩერებაზე უარი თქვა
- +

2 სექტემბერი. 2021. 17:49

 

 

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტეხასის შტატში აბორტის ამკრძალავი კანონის შეჩერებაზე უარი თქვა. ტეხასის შტატში მიღებული კანონის ძალაში დატოვებას მხარი უზენაესი სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო ოთხი - წინააღმდეგ წავიდა.

 

აბორტისა და ქალთა ჯანმრთელობის პროვაიდერებმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს კანონის აკრძალვის საგანგებო მოთხოვნით მიმართეს.

 

მოსამართლეთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ტეხასში მიღებული კანონის კონსტიტუციურობის შესახებ რაიმე დასკვნას არ ეფუძნება და სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალებას იძლევა.

 

2 სექტემბერს ტეხასის შტატში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს აბორტს ორსულობის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ.

 

კანონმდებლების განცხადებით, ექვსკვირიანი პერიოდი იმიტომ არის განსაზღვრული, რომ სწორედ ორსულობის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ იწყებს ნაყოფი გულისცემას.

 

კანონი, ორსულობის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ, აბორტის ერთადერთ გამონაკლისს უშვებს, როდესაც ნაყოფი საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

 

ახალი კანონით დაუშვებელი იქნება ინცესტით ან გაუპატიურებით გამოწვეული ორსულობის შეწყვეტაც. ამასთან, კანონი კრძალავს აბორტის პროცესში ნებისმიერ პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულობას, რისთვისაც 10 000-დოლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

 

კანონს, რომელსაც „გულისცემის აქტს“ უწოდებენ, ტეხასის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა, მიმდინარე წლის მაისში მოაწერა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner