logo_geo
eng_logo
კრემლი: NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან შესაძლო მოახლოება რუსეთს კონტრზომების მიღებას აიძულებს
- +

2 სექტემბერი. 2021. 18:33

 

 

 

NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან შესაძლო მოახლოება რუსეთს კონტრზომების მიღებას აიძულებს“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა.

 

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი NATO-ში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს და ვაშინგტონში უკრაინის ევროატლანტიკურ განწყობებზე საკმარისად კარგად რეაგირებენ.

 

„ეს ჩვენთვის პოტენციურად ძალიან სახიფათოა, რადგან NATO ამგვარად გააგრძელებს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის მოზიდვას ჩვენს საზღვრებთან. ეს საკითხი გარკვეული სახის კონტრზომების გატარების აუცილებლობას გამოიწვევს, რათა სიტუაციის დაბალანსება მოხდეს და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება 100%-ით უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner