logo_geo
eng_logo
ინდიელი ერის სიბრძნე - „თუ შენიშნავ, რომ მკვდარ ცხენზე ზიხარ - ჩამოდი!“
- +

25 ივლისი. 2016. 10:38


ინდიელთა მოდგმა უნიკალური ერია და მათი სიბრძნე ძალიან ღრმაა. ყველაზე ზუსტად აღწერს ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირს.


1.         კარგი ადამიანი კარგ ნიშნებს ხედავს.


2.         საკუთარ თავს რომ მოუსმინო, მდუმარე დღეებია საჭირო.


3.         თუ შენიშნავ, რომ მკვდარ ცხენზე ზიხარ - ჩამოდი!


4.         ვინც დუმს, ორჯერ მეტი იცის, ვიდრე მოლაყბემ.


5.         ვიდრე სხვა ადამიანების ნაკლს განსჯი, ჯერ საკუთარ ნაკვალევს შეხედე.


6.         სამშობლო იქ არის, სადაც თავს კარგად გრძნობ.


7.         ყოველი ადამიანის შიგნით ბოროტი მგელი ებრძვის კეთილს. ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც კვებავ.


8.         თუ რაიმე გაქვს სათქმელი, ადექი, რომ დაგინახონ.


9.         მტერი ყოველთვის არ აღმოჩნდება მტერი, როგორც ყველა მეგობარი მეგობარი არ არის.


10.       სამყაროში ყველაფერს თავისი სიმღერა აქვს.


11.       ბავშვი - სტუმარია შენს სახლში: გამოკვებე, ასწავლე და გაუშვი.


12.       დინებას მკვდარი თევზებიც კი მიჰყვებიან.


13.       კარგად ნათქვამი სიტყვა, მარჯვედ მოქნეულ ცულზე უკეთესია.


14.       ბავშვებს ჭამის დროს ესაუბრე და შენი ნათქვამი მაშინაც დარჩება, როცა წახვალ.


15.       ცხოვრებაში ყველაფერს თავისი მიზანი აქვს, ყველა დაავადებას - წამალი, რომელიც მას კურნავს, თითოეულ ადამიანს კი - დანიშნულება.


16.       მითხარი და დავივიწყებ, მაჩვენე და ვერ დავიმახსოვრებ, მიმაღებინე მონაწილეობა და გავიგებ.


17.       გიყვარდეს დედამიწა. ის მშობლებისგან მემკვიდრეობით არ მიგიღია, ის შენი ნასესხებია შენივე შვილებისგან.


18.       როცა უკანასკნელ ხეს მოჭრიან, როცა უკანასკნელი მდინარე მოიწამლება, როცა უკანასკნელ ჩიტს დაიჭერენ - მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რომ ფულს ვერ შეჭამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner