logo_geo
eng_logo
„შენი იდეა ბათუმს“ - პროექტის ფარგლებში 2022 წლის იდეების მიღება დაიწყო
- +

2 სექტემბერი. 2021. 18:56

 

„შენი იდეა ბათუმს“ - პროექტის ფარგლებში 2022 წლის იდეების მიღება დაიწყო. იდეების რეგისტრაცია მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობითა და მოქმედი ტელეფონის ნომრით, შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე www.idea.batumi.ge

 

იდეების კატეგორიებს დაემატა კოვიდ-19-ის კატეგორია, რაც კოვიდ-19-ით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართულ ღონისძიებებს გულისხმობს.

 

პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით შემუშავდება და განისაზღვრება ბათუმის მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები.

 

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ 2019 წლიდან ახორციელებს ბათუმის მერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამისა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner