logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა ტეხასის შტატში აბორტის ამკრძალავი კანონის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა
- +

2 სექტემბერი. 2021. 22:33

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტეხასის შტატში აბორტის ამკრძალავი კანონის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

 

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტო თავდასხმაა ქალების კონსტიტუციურ უფლებებზე. კანონის ამოქმედების დაშვება არაკონსტიტუციურ ქაოსს გამოიწვევს. იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს თავისი უზენაესი უფლებამოსილება გამოეყენებინა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, ჩვენი ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ტეხასის მილიონობით ქალის ტანჯვა დაუშვა, ვიდრე სასამართლო პროცედურულ სირთულეებს განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნათლად აღნიშნა, რომ სასამართლოს ეს მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, ამ გადაწყვეტილების გავლენა მყისიერი იქნება და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტეხასის შტატში აბორტის ამკრძალავი კანონის შეჩერებაზე უარი თქვა. ტეხასის შტატში მიღებული კანონის ძალაში დატოვებას მხარი უზენაესი სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო ოთხი - წინააღმდეგ წავიდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner