logo_geo
eng_logo
ქარიშხალ „იდას“ აშშ-ში 22 ემსხვერპლა
- +

2 სექტემბერი. 2021. 23:08

 

 

აშშ-ში, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში ძლიერი წვიმის და წყალდიდობის შედეგად, რომელიც ქარიშხალმა „იდამ“ გამოიწვია, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

მათი მონაცემებით, ნიუ-იორკში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა, ნიუ-ჯერსიში კი 14 ადამიანი. ორივე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ნიუ-იორკში დაღუპულთა შორის ორი წლის ბავშვი და სამი ქალია.

 

ნიუ-იორკში რამდენიმე საათის განმავლობაში 15-25 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდა. სტიქიამ, ძირითადად, ბრუკლინისა და ქვინსის რაიონები დააზარალა, სადაც ადგილობრივები სახლების, ქუჩებისა და მეტროპოლიტენის დატბორვის შესახებ იუწყებიან. სტიქიამ ხელი შეუშალა აეროპორტების მუშაობას

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner