დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ქვეყანაში ამჟამად ქვეყანაში მედიკოსთა 67 პროცენტია აცრილი.
"მე მაგალითად რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი.
ჩვენთან 82%-ია აცრილი და ყოველ დილა ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, არ ვართ 100% აცრილი. 82% არაა ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ, 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში.