logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში თანამშრომლების 82 პროცენტია აცრილი
- +

2 სექტემბერი. 2021. 23:29

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ქვეყანაში ამჟამად ქვეყანაში მედიკოსთა 67 პროცენტია აცრილი.

 

"მე მაგალითად რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი.

 

ჩვენთან 82%-ია აცრილი და ყოველ დილა ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, არ ვართ 100% აცრილი. 82% არაა ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ, 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner