ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით გააგრძელა გამოსვლა აშშ-ის ღია პირველობაზე. მეორე წრეში მისი მეტოქე იყო მსოფლიოს 151-ე ნომერი, ამერიკელი მაქსიმ კრესი, რომელმაც საწყის რაუნდში სენსაცია მოახდინა, როცა მეცხრე ნომრად განთესილ ესპანელთან პაბლო კარენიო ბუსტასთან ოთხი მატჩბოლი მოიგერია და სენსაციურ გამარჯვებას მიაღწია.
თუმცა, ამერიკელი ვერაფერს გახდა ბასილაშვილის წინააღმდეგ, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე.
მესამე წრეში ბასილაშვილი მერვედფინალში გასასვლელად კიდევ ერთ ამერიკელს, მსოფლიოს 24-ე ჩოგანს რაილი ოპელკას შეხვდება, რომელთანაც პროფესიულ ტურში არასოდეს უთამაშია.