logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: სკოლაში უნდა იყოს დასწრებული სწავლება
- +

3 სექტემბერი. 2021. 00:40

 

 

„უნდა განახლდეს [სკოლებში სწავლა] აუცილებლად. დისტანციურ სწავლებას უნივერსიტეტები კიდევ უფრო მიეჩვივნენ და იქ ეს დიდი პრობლემა არაა. ალბათ 21-ე საუკუნეში პანდემის შემდეგ ეს უფრო ფართოდაც მოიკიდებს ფეხს. მაგრამ სკოლაში უნდა იყოს დასწრებული სწავლება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

„ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტს განათლების სამინისტროსთან ერთად, შეირჩა 400-500 სკოლა დიფერენცირებულად რეგიონებში, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია. ოთხში უნდა აღდგეს სწავლა, როგორც გამოცხადდა, დიდ რაოდენობა სკოლებში. ყველა მოწაფე, მასწავლებელი იქ უნდა გამოვიკვლიოთ (პისიარი, სწრაფი ტესტი - ამაზე ვმუშაობთ). დარწმუნებული ვარ ამ სკოლებში, რაც არის [შერჩეული], გავრცელება არ გვექნება მაღალი, დადებითობის მაჩვენებელი გვექნება დაბალი და უსაფრთხო გარემო გვექნება. ამ ბავშვებს უნდა მივცეთ სწავლის უფლება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner