logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: მართლმსაჯულების სისტემაც, საარჩევნო სისტემაც, ეკონომიკური სტაბილურობა და მედიის მაღალი სტანდარტიც ჩვენთვის გვჭირდება და არა ვინმესთან თავის მოსაწონებლად!
- +

3 სექტემბერი. 2021. 01:44

 

 

„მართლმსაჯულების სისტემაც, საარჩევნო სისტემაც, ეკონომიკური სტაბილურობა და აღმავლობაც, მედიის მაღალი სტანდარტიც ჩვენთვის გვჭირდება და არა ვინმესთან თავის მოსაწონებლად ან სადმე გასაწევრიანებლად!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მართლმსაჯულების რეფორმაზე მიბმული 75 მილიონი ევრო რომ არ გვჭირდება, გავიგეთ!

ახლა მთავარია, ამ 75 მილიონი ევროს გარეშე შევუდგეთ მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებას, რომლის შედეგიც ყველას დაარწმუნებს, რომ მმართველ პარტიასაც და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრსაც ნამდვილად სურს ისეთი სასამართლოს არსებობა, რომელსაც მაღალი ნდობა ექნება!

მილიონჯერ ვთქვი და კიდევ მილიონჯერ ვიტყვი:

მართლმსაჯულების სისტემაც, საარჩევნო სისტემაც, ეკონომიკური სტაბილურობა და აღმავლობაც, მედიის მაღალი სტანდარტიც ჩვენთვის გვჭირდება და არა ვინმესთან თავის მოსაწონებლად ან სადმე გასაწევრიანებლად!

საქართველოს სახელმწიფოს სჭირდება!

ქართველ ხალხს სჭირდება!“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner