logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: კარგად ვიცნობ სააკაშვილს - სანამ 1000%-იანი გარანტია არ ექნება, იმის რომ ჩამოვა და ხელისუფლებაში დაბრუნდება ისე, რომ ციხეში ერთი ღამის გათენებაც არ მოუწევს, საქართველოში არ ჩამოვა
- +

3 სექტემბერი. 2021. 01:29

 

 

„დაუსჯელობა ჩვენი ეროვნული ტრადიციაა. ყველა ხელისუფლების დროს იყო შერჩევითი სამართალი და იყვნენ დაუსჯელი ადამიანები. მაგრამ ხაზგასასმელია ის, რომ ცალკე პრობლემაა შერჩევითი სამართალი და ცალკე - დაუსჯელობა“, - განაცხადა ჟურნალისტმა და კომპანია „ეს ჯგუფის“ დამფუძნებელმა კოკა ყანდიაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“.

 

„სამწუხაროდ, მე მაქვს განცდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი არ დასჯილა! არც არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი ჩვენს ერს არ უჭირავს, რომელიც იქნებოდა კანონიერი და იტყოდა, რა დააშავეს ან არ დააშავეს სააკაშვილის რეჟიმის დროს ამ ადამიანებმა. ეს რომ არაა, აქედან გამომდინარე იქმნება დაუსჯელობის განცდა და რა თქმა უნდა, ეს არის შერჩევითი სამართალი. ბევრი ადამიანი, რომელიც აწამებდა ხალხს, ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, დღეს ისევ სადღაც არიას შეტენილი ხელისუფლების რაღაც შტოში, ან აქვს ხალხისგან წართმეული ფულით შექმნილი ბიზნესი“, - განაცხადა ყანდიაშვილმა.

 

შეკითხვაზე -  „მიხეილ სააკაშვილი უკვე მერამდენედ აანონსებს საქართველოში ჩამოსვლას არჩევნების წინ. როგორ გგონიათ, ეს ისევ მისი მორიგი შეუსრულებელი დაპირებაა?“ - ყანდიაშვილი ასე გვპასუხობს:

 

 

 

„როგორც მოგეხსენებათ, კარგად ვიცნობ სააკაშვილს და მინდა გითხრათ, რომ სანამ 1000%-იანი გარანტია არ ექნება, რომ ჩამოვა და ხელისუფლებაში დაბრუნდება ისე, რომ ციხეში ერთი ღამის გათენებაც არ მოუწევს, საქართველოში არ ჩამოვა! არ ჩამოვა, რამდენიც არ უნდა დააანონსოს... მაგის ანონსების აღარავის სჯერა, მგონი მის მომხრეებსაც კი. დასცინიან თავის ბელადს! სააკაშვილი არ და ვერ ჩამოვა! ასეთ გარანტიას მას ვერავინ ვერ მისცემს! მოქმედი ხელისუფლება მას ასეთ გარანტიას ვერ მისცემს, ამ ქვეყანას კი ხალხის არჩეული ხელისუფლება განაგებს!“, - აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner