logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: შევეცადოთ ვიპოვოთ განსხვავება, რა იყო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით მაშინ, და რა არის ახლა...
- +

3 სექტემბერი. 2021. 01:58

 

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„როგორ ფიქრობთ, რას უზამდნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს ამ სიტყვების მთქმელს და ამ ტელეარხს?!

პასუხი მგონი ყველამ კარგად ვიცით.

ეხლა კი შევეცადოთ  ვიპოვოთ განსხვავება რა იყო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით მაშინ, და რა არის ეხლა“, - წერს ანალიტიკოსი.

 

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა:

 

„რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოცნება ვერ იღებს 40%-საც კი და შემდეგ ივანიშვილის მსახურები გამოდიან და ამბობენ, რომ ფეხებზე გვკიდია, როგორც მათი რუპორები წერენ ხოლმე ფეისბუქზე “დაგვამხეთ ძმაო, თუ ძალა გაქვთ”, მაგის შემდეგ, ხო. თუ არ აკეთებენ მაგას, ხელისუფლება გვყავს არალეგიტიმური და არალეგიტიმურ ხელისუფლებას დავამხობ. მე შემიძლია ჩემი განწყობა გითხრათ, არ ვიცი, სხვა პარტიები რა ჭკუაზე არიან“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner