logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელი გზა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია
- +

6 მარტი. 2016. 12:39


 


თბილისის მერი დავით ნარმანია სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე იმყოფებოდა. ობიექტზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი და მზადება ასფალტის ახალი საფარის დასაგებად.



გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს.



ეს არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ეს გზა უამრავი ვიზიტორისთვის და ტურისტისთვის დამატებითი კომფორტი იქნება. აქ გზა არასდროს ყოფილა, სამუშაოები ნულიდან დავიწყეთ და კაპიტალურად მიმდინარეობს გზის მშენებლობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



თბილისის მერთან ერთად დღეს საგზაო სამუშაოებზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი იმყოფებოდა. მისი თქმით, ორკილომეტრიანი გზის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner