logo_geo
eng_logo
ავღანეთში, პანჯშირის ხეობაში თალიბებსა და მათ მოწინააღმდეგე ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება
- +

3 სექტემბერი. 2021. 11:45

 

ავღანეთის პანჯშირის ხეობაში თალიბებს და მათ მოწინააღმდეგე ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. „თალიბანში“ ამტკიცებენ, რომ მათ „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ მიერ დაკავებული ტერიტორიების ნაწილი გაათავისუფლეს და „თალიბანის“ მოწინააღმდეგეებს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვთ.

 

საპირისპიროს ამტკიცებენ, „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ბრძოლის დროს ასობით თალიბი მოკლეს და პანჯშირის ხეობის ყველა შესასვლელს აკონტროლებენ.

 

პარალელურად, ალ ჯაზირა ავრცელებს ცნობას, რომ მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობას დღეს დაასახელებს. წინასწარი ინფორმაციით, მაღალ თანამდებობაზე ქალები არ იქნებიან წარმოდგენილი.

 

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ დაკეტილია, თუმცა ყატარელი ექსპერტები, რომლებიც ავღანეთში იმყოფებიან, აცხადებენ, რომ აეროპორტი უახლოეს ხანში განაახლებს ოპერირებას.

 

გაერო-ში კი აცხადებენ, რომ ავღანეთში ჰუმანიტარული ფრენები განაახლეს. რეისები პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადიდან მაზარ-ი-შარიფსა და ყანდაარში სრულდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner