logo_geo
eng_logo
გივი სიხარულიძე: ტოლერანტული ხალხი ვართ! ტერაქტების საშიშროება არ იქნება!
- +

25 ივლისი. 2016. 10:46


ტერორისტების სამიზნე უკვე აღარავინ იცის, რომელი ქვეყანა შეიძლება გახდეს. ბოლო პერიოდში ევროპაში მომხდარმა ტერაქტებმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტერაქტების ძირითადი ორგანიზატორი კი „ისლამური სახელმწიფოა". გრძნობთ თუ არა საქართველოში ტერაქტებისგან თავს დაცულად? - „რეზონანსის" შეკითხვას მწერალი, მსახიობი გივი სიხარულძე პასუხობს და თვლის, რომ საქართველოს ტერაქტების საშიშროება არ ექნება.


„მე ვფიქრობ, ჩვენ ტერაქტები უნდა აგვცდეს, რადგან არასდროს არც ერთ ეროვნებასა და სარწმუნოებას აუგად არ მოვქცეულვართ. ერთადერთი, რაც მაშინებს, ავღანეთსა და ერაყში ჩვენი სამხედროების ყოფნაა. თუმცა, თავადაც უნდა მიხვდნენ, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ ტოლერანტული ხალხი ვართ და ამიტომ მგონია, რომ ჩვენთან ტერაქტების საშიშროება არ იქნება", - აღნიშნა სიხარულიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner