logo_geo
eng_logo
როგორ დავიცვათ კოღოებისგან თავი ხალხური მეთოდებით
- +

25 ივლისი. 2016. 10:48


კოღოებისგან თავის დასაცავად არსებული ხალხური მეთოდები ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. მათი ნაზი კანი კოღოების ნაკბენისგან სერიოზულად ზიანდება, ნაკბენის ადგილი წითლდება, ბავშვს არ ასვენებს ფხანა. როგორ დავიცვათ ბავშვი კოღოებისგან:


აიღეთ 50 მლ მცენარეული ზეთი, ჩაის ხის ზეთის 30 წვეთი და მიხაკის ზეთის 5 წვეთი. ეს ყოველივე ერთმანეთში აურიეთ, სასურველია დაბურული მინის ბოთლში. მიღებული სითხე შეგიძლიათ მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ საჭიროა, მიღებული სითხე ბავშვის კრემში აურიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვათ ნაკბენ ადგილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მზის დამწვრობა მიიღოთ.


ასევე საუკეთესო საშუალებაა: ალოეს წვენი, ხახვის წვენი, ოხრახუშის ფოთლები და მარილიანი წყალი შეურიეთ ერთმანეთში და მიღებული სითხე ნაკბენ ადგილზე წაისვით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner