logo_geo
eng_logo
ირმა გოგოსაშვილი: მადლობა ოპერატიული ქმედებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს და ნინო გიორგობიანს!
- +

3 სექტემბერი. 2021. 14:01

 

ჟურნალისტი ირმა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„გუშინ რომ ვწერდი, ლაგოდეხის საავადმყოფოს ეზოში ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა 1 თვეზე მეტი დგას და საარჩევნოდ ტიკარაძეს ელოდება-თქო, ხომ გახსოვთ?

 

ისიც ხომ გახსოვთ, ლაგოდეხის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა  დათო ღონღაძემ რომ მომწერა - ნეტავ შენ ვინ გეკითხება, სხვის საქმეში ცხვირს რომ ჰყოფო?

 

ჰოდააააა.....

 

ამ თავხედის დასაოკებლად,  გავშალე ტატამი, მივდექ-მოვდექი, შევაწუხე მეგობრები და  გუშინ საღამოსვე, მაგ დათოსა და კიდევ ვიღაცეებს ჩომოვენი გაუკეთეს, თან მატყუარა საბოტაჟნიკი  ცხვირებიც ძალიან მტკივნეულად დაუმოკლეს!!!

 

დღეს ტიკარაძის მომლოდინე  სასწრაფო დახმარების ახალი მანქანა დღის 14 საათზე, ლაგოდეხის რაიონის კოვიდით დაავადებულთა სამსახურში ჩადგა!!!

 

მადლობა ოპერატიული ქმედებისა და გამოჩენილი ყურადღებისთვის მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილს და ნინო გიორგობიანს!!!

 

 ვოტ ტაკ!“ - წერს ირმა გოგოსაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner