logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: დედა, რა უთქვამს მელიას, ხელს ვაწერ, კუდაგრძელიაო!
- +

3 სექტემბერი. 2021. 14:29

 

 

„ახლა რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ  მოაწერეთ ხელი, რამდენიც ხართ, იმდენზე გადაამრავლეთ და ძილის წინ იკითხეთ სათითაოდ“, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ წერს.

 

„დედა, რა უთქვამს მელიას, ხელს ვაწერ, კუდაგრძელიაო!

 

ხელს რატომ არ აწერდით ნაცები, იცით?  იმიტომ რომ ზუსტად იცოდით, 43%-იანი ანტიკონსტიტუციური დათქმა კი არა, 50%-ანიც რომ ყოფილიყო, მაინც გაიმარჯვებდა ოცნება ნაცებზე და „გაფარჩაკდებოდით“ სამუდამოდ.

 

მას მერე, რაც დარწმუნდით, რომ ხელისუფლებაში ღირსებამ გაიღვიძა, უარი თქვეს ანტიკონსტიტუციურ დათქმაზე და ამას აღარასოდეს დაუბრუნდებიან, გამოხტით და დაიძახეთ, ხელს ვაწერთო.

 

ახლა რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ  მოაწერეთ ხელი, რამდენიც ხართ, იმდენზე გადაამრავლეთ და ძილის წინ იკითხეთ სათითაოდ.

 

  1. P. S. ისე, თუ თქვენ მართლა გინდათ, რომ „ქართული ოცნება“ ხალხმა ჩამოაშოროს ხელისუფლებას, შარლ მიშელის დოკუმენტი კი არ არის მაგისთვის საჭირო, არამედ თქვენი პოლიტიკიდან წასვლაა აუცილებელი. წადით, მოშორდით მაქედან და დაინახავთ, ქართველი ხალხი რა მარტივად დაასრულებს „ოცნებას“, მაგრამ სანამ თქვენ ხართ პოლიტიკაში, დაიმახსოვრეთ, „ქართული ოცნება“ ზუსტად იმდენ ხანს იქნება ხელისუფლებაში. ამ ქვეყნისათვის „ოცნება“ კი არ არის პრობლემა, არამედ თქვენ ხართ და თქვენს წინააღმდეგ სჭირდება ხალხს „ოცნება“! გასაგებია? ესაა ქართველი ხალხის ხმა, რომელიც თქვენ არ გესმით და არც გინდათ გაიგოთ!“ - წერს ნანა კაკაბაძე.
right_banner right_banner
არქივი
right_banner