„ახლა რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ მოაწერეთ ხელი, რამდენიც ხართ, იმდენზე გადაამრავლეთ და ძილის წინ იკითხეთ სათითაოდ“, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ წერს.
„დედა, რა უთქვამს მელიას, ხელს ვაწერ, კუდაგრძელიაო!
ხელს რატომ არ აწერდით ნაცები, იცით? იმიტომ რომ ზუსტად იცოდით, 43%-იანი ანტიკონსტიტუციური დათქმა კი არა, 50%-ანიც რომ ყოფილიყო, მაინც გაიმარჯვებდა ოცნება ნაცებზე და „გაფარჩაკდებოდით“ სამუდამოდ.
მას მერე, რაც დარწმუნდით, რომ ხელისუფლებაში ღირსებამ გაიღვიძა, უარი თქვეს ანტიკონსტიტუციურ დათქმაზე და ამას აღარასოდეს დაუბრუნდებიან, გამოხტით და დაიძახეთ, ხელს ვაწერთო.
ახლა რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ მოაწერეთ ხელი, რამდენიც ხართ, იმდენზე გადაამრავლეთ და ძილის წინ იკითხეთ სათითაოდ.