logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: გახარიას მორიგი ვირეშმაკობა...
- +

7 სექტემბერი. 2021. 14:34

 

 

სტატუსს ჰქვია: „გახარიას მორიგი ვირეშმაკობა“...

 

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ თბილისის მერიაში შედგა შეხვედრა  ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამჯერად (გაგიკვირდებათ და) ქ. თბილისის მერის სკამის მაძიებელ გიორგი გახარიასა და ქალაქ თბილისის მოქმედ (და მომავალ) მერს - კახი კალაძეს შორის, რაც კატეგორიულად უარყო თავად გახარიამ, რითიც „კონსპირაციული შეხვედრის“ ეჭვები გააჩინა საზოგადოებაში... გახარიამ კარგად იცოდა, რომ შეხვედრის ფაქტი გამოაშკარავდებოდა, მაგრამ ჩანაფიქრიც ეგ იყო, რომ ხალხს ეჭვები გასჩენოდა, რასაც ნაწილობრივ მიაღწია კიდეც... ამის შემდეგ გამოვიდნენ მისი თანაგუნდელები და ერთხმად „აღიარეს“, რომ კალაძე-გახარიას შეხვედრა შედგა... ხალხი მართლაც დაიბნა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გახარიამ უარყო, კალაძემ კი დაადასტურა მათ შორის გამართული შეხვედრა და იქვე დასძინა, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, რა უნდოდა გახარიასო...

 

ბატონო კახი! თქვენ თუ ვერ გაიგეთ, მე გეტყვით:

 

ეს იყო გახარიას მორიგი ვირეშმაკობა. ხომ გახსოვთ მისი მართლაცდა კონსპირაციული შეხვედრა მიშა სააკაშვილთან ვაშინგტონის „ერთადერთ“ სასტუმროში, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა?! ისიც გემახსოვრებათ, რომ მაშინ გახარიას მალევე უწოდეს მიშას „პროექტი“, რომელსაც კეზერაშვილი და თემურ ალასანია აფინანსებდნენ. მართალია, ორი დღის შემდეგ გახარია „ძლივს ნაპოვნ“ სხვა სასტუმროში გადაიპარა, მაგრამ გვიანი იყო, მას დამსახურებულად მიეწება მიშას სატელიტობა.

 

კარგად მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მტკიცე განცხადებისა, რომ გახარია არ იყო მისი პროექტი, ხალხში დღემდე მუსირებს აზრი, რომ გახარია ბიძინას პროექტია, რაც არავის აწყობს, გახარიას და მისი პარტიის გარდა. აი, სწორედ ამიტომ მივიდა იგი (ვითომ კონსპირაციულად) კახი კალაძის ოფისში და აი, სწორედ ამიტომ უარყო მან კალაძესთან შეხვედრა (ისევე, როგორც მაშინ უარყო მიშასთან შეხვედრა ვაშინგტონში), რასაც მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: „მიშასთან შეხვედრის“ საპირწონედ „კალაძესთან შეხვედრის“ გამოყენება, რათა კვლავ გაემყარებინა  ეჭვები ჯერ კიდევ დაბნეულ და გაურკვეველ ხალხში, რომ გახარია ბიძინას პროექტია, რაც, სხვათა შორის უკვე იკითხება ფბ-კომენტარებში... და ყველაფერი ეს გაკეთდა იმიტომ, რომ გახარიამ დაუფარავად ინადიროს მერყევი მეოცნებეების ხმებზე და ამით გაუნაღდოს მე-2 ტური უბედურ ნიკა მელიას, რასაც ვერც ერთი მათგანი მოესწრება, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს!!! წერტილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner