logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამ კაცმა კალაძის დამარცხება განიზრახა და ამით ჩაიტარა პოლიტიკური ჰარაკირი!
- +

3 სექტემბერი. 2021. 14:58

 

 

„სხვათა შორის, ადრე გახარია ცოტა უფრო თავმდაბალი მეგონა, ასე არ ყოფილა, ადამიანი მეტეხიდან რომ გადმოგძახებს, მე ყველაფერი ყველაზე უკეთესად ვიციო, იმას პოლიტიკურად ძალიან დიდი წერტილი აქვს დასმული!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ორი ,,ვოზდუხა“!

 

ვუყურე ,,ვოზდუხას“ შოუს!

 

მის მომხრეებს არ გეწყინოთ, მისი ლაპარაკი, მიზნები და ამოცანები დიდად არ განსხვავდება თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუს მიზნებისა და ამოცანებისგან.

 

ნიგერიის რომელიღაცა უბნის მეფე ხო არი ,,ვოზდუხა“, ეს „მასკოვებიდან“ ჩამოსული უარესია... ისაო, მე თბილისში დავიბადე და გავიზარდეო, ყველაზე კარგად ვიცი, რა სჭირდება თბილისსო.

 

ჩემი აზრით, ოგბუნუჯუს წაჰკბინა, შენ თბილისელი არ ხარ, კონკურენციას ვერ გამიწევო. არც ეგეთი ჰომოფობიურობა ვარგა - მერე რა, რომ  ოგბუნუჯუ თბილისში არ დაიბადა და არც გია ხუხაშვილი ცხოვრობს მის მეზობლად? ბატონ გიას მაგისთვის რომ გაეწია რეკომენდაცია, განა ეგ კი ვერ გახდებოდა ბიზნეს-ომბუდსმენი, შინაგანი მინისტრი და შემდეგ კიდე პრემიერ-მინისტრი? აი, ეგ არი, პატრონი გინდა, გლეხი კაცითვინ არავინ არ არი!

 

ოგბუნუჯუ იძახის, ყველაზე კარგად მე ვიცი, რა სჭირდება თბილისსო, ესეც იძახის, ყველაზე უკეთესად მე ვიციო. გამოდის, კახა კალაძემ არაფერი იცის, ხომ? ან იცის, მაგრამ ცუდად.

 

სხვათა შორის, ადრე გახარია ცოტა უფრო თავმდაბალი მეგონა, ასე არ ყოფილა, ადამიანი მეტეხიდან რომ გადმოგძახებს, მე ყველაფერი ყველაზე უკეთესად ვიციო, იმას პოლიტიკურად ძალიან დიდი წერტილი აქვს დასმული!

 

რაც შეეხება მის მოწაფეებს (მერობის კანდიდატებად წარდგენილებს), ისინი პატარა „ვოზდუხები“, ანუ მინი-გახარიები არიან, რომლებიც „უჩიტელს“ ისე ჰბაძავენ, თუ არ შეხედავთ, ხმითაც კი ვერ განასხვავებთ. ამ წუთას ქემოკლიძეს ვერავინ სჯობნის, მაგრამ იმედია, სექტემბრის ბოლომდე ხმას ყველა დაინაზებს და მიხვრა-მოხვრასაც დაამუღამებს.

 

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო... ოგბუნუჯუ და გახარია კი ჰგვანან პროგრამებით ერთმანეთს და არ გამოვრიცხავ, უცებ ერთმანეთს რომელიმე სასტუმროშიც „დეემთხვნენ“, მაგრამ მაინც ვფიქრობ, 2-ში მათ შორის დიდი ჯახი იქნება.

 

ავოიე... ვნახოთ! 

 

ამან, ამ კაცმა კალაძის დამარცხება განიზრახა და ამით ჩაიტარა პოლიტიკური ჰარაკირი. ეს არის მისი უდიდესი შეცდომა. შეიძლება რაღაცა დაგავალონ, მაგრამ ყველაფერი კი არ უნდა შეასრულო!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner