logo_geo
eng_logo
ბურჭულაძის პარტიის წევრები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს
- +

25 ივლისი. 2016. 11:10


სამართალდამცველებმა წუხელ ღამით პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი დააკავეს.  „სახელმწიფო ხალხისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მამუკა გოგლიძის განცხადებით,  შემთხვევა თბილისში, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" თემქის ოფისთან მოხდა.

გოგლიძის განმარტებით, დაკავებულები სწორედ პარტიის თემქის ორგანიზაციის წევრები არიან.

გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner