სამართალდამცველებმა წუხელ ღამით პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი დააკავეს. „სახელმწიფო ხალხისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მამუკა გოგლიძის განცხადებით, შემთხვევა თბილისში, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" თემქის ოფისთან მოხდა.
გოგლიძის განმარტებით, დაკავებულები სწორედ პარტიის თემქის ორგანიზაციის წევრები არიან.
გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.