logo_geo
eng_logo
თურქეთის მთავრობა ფეთჰულა გიულენის სახელთან დაკავშირებულ ყველა კომპანიას დახურავს
- +

25 ივლისი. 2016. 11:11


თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრის  ბიულენტ ტუფენკჯის განაცხადებით, თურქეთის მთავრობა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის სახელთან დაკავშირებულ ყველა კომპანიას დახურავს.


ტუფენკჯის განაცხადა, რომ დაიწყება გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც გიულენის მხარდამჭერებს აფინანსებენ.


16 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 10 000-მდე ადამიანი დააკავეს. ანკარა გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner