logo_geo
eng_logo
ჯან-კლოდ იუნკერი: თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას შემოიღებს, ევროკავშირი შეწყვეტს მოლაპარაკებებს
- +

25 ივლისი. 2016. 11:12


ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას დააწესებს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ შეწყდება.


„თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას შემოიღებს, ევროკავშირი დაუყოვნებლივ შეწყვეტს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

 

შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება მეამბოხეთა სიკვდილით დასჯაზე ალაპარაკდა.


ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯის მომხრეა, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.


თურქეთის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ არ უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის მოსაზრება სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით და თურქეთის ხელისუფლება ადგილობრივ კანონმდებლობას უნდა დაეყრდნოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner