logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
- +

3 სექტემბერი. 2021. 18:32

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

 

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტში დილიდან მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არც ერთი ოჯახი არ დარჩება უყურადღებოდ.

 

„უხვი ნალექის შედეგად, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში განვითარდა მეწყრული პროცესები. ადგილზე გავეცანით სიტუაციას. მუშაობს შტაბი, რომელშიც ჩართულია როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტი, აპარატი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა. ის ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანას, დღესვე იქნებიან გადაყვანილები. გეოლოგები დაიწყებენ მუშაობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩეს ყურადღების გარეშე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე გაიხსნა მახო - სიმონეთის გზა. დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები ზედა ახალშენი-ხეღრუს მიმართულებით.

 

ინტენსიური მუშაობის შედეგად სოფ. ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის შედეგად ქობულეთში  40-მდე მეწყრული კერა წარმოიშვა და დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი სახლის სახურავი.

 

სტიქიამ დააზიანა ასევე „აგროსერვისცენტრის“ სასათბურე მეურნეობა.

 

ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტში გრძელდება საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner