logo_geo
eng_logo
ნუკი იაკობაშვილი: ამ არჩევნებზეც, ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის.
- +

3 სექტემბერი. 2021. 19:52

 

 

 

მოქალაქის თქმით, ის გახარიას პარტიამ ადიგენის საკრებულოს პროპორციულ სიაში მის დაუკითხავად ჩაწერა

 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ნუკი იაკობაშვილი აცხადებს, რომ ის პარტიაში „საქართველოსთვის“ ადიგენის საკრებულოს პროპორციულ სიაში მის დაუკითხავად ჩაწერეს.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ნუკი იაკობაშვილი საქმის გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სოციალურ ქსელში წერს.

 

„SOS! მე ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი 2012 წლიდან და ამ არჩევნებზეც, ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის. დღეს ჩემთვის გამაოგნებელი ფაქტი გახდა ცნობილი - გახარიას პარტიამ ჩემ დაუკითხავად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა ადიგენის საკრებულოს პროპორციული სიაში. სასწრაფოდ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, სასწრაფოდ ვითხოვ, როგორ მოხვდა გახარიას პარტიის ხელში ჩემი პირადი მონაცემები და სასწრაფოდ ვითხოვ პირადად „ბოლისგან“ პასუხს, რატომ ჩამწერეს მათ სიაში ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს... ასე ავსებთ სიებს? ასე აპირებთ გამარჯვებას? ტყუილზე დააფუძნეთ ყველაფერი და ძალიან მძიმედ დაამთავრებთ!!!“ - წერს ნუკი იობაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner