აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აგვისტოში სამუშაო ადგილების ზრდის მკვეთრი შემცირება „დელტა“ შტამის გავრცელებითაა განპირობებული.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს ეკონომიკური აღდგენაა, რომელიც ძლიერია. ბაიდენის გეგმა მუშაობს. ვიცი, რომ ზოგიერთს სამუშაო ადგილების უფრო დიდი რაოდენობის ხილვა სურდა, თუმცა წელს მუდმივი ზრდა გვაქვს ყოველთვიურად სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. ეჭვგარეშეა, რომ „დელტა“ ვარიანტია იმის მიზეზი, რის გამოც, სამუშაო ადგილების დღევანდელი ანგარიში ძლიერი არ არის“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.