logo_geo
eng_logo
იტალიის პრემიერმა დაუშვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო შეიძლება გახდეს
- +

4 სექტემბერი. 2021. 00:13

 

 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ დაუშვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო შეიძლება გახდეს.

 

მარიო დრაგის თქმით, როგორც კი ევროპის წამლის სააგენტო (EMA) ვაქცინებს სრულად დაამტკიცებს, ვაქცინაცია იტალიელებისთვის სავალდებულო შეიძლება გახდეს.

 

„ვალდებულება ამოქმედდება მაშინ, როდესაც ვაქცინა ევროპის წამლის სააგენტოსა და ეროვნული მარეგულირებლის მიერ გამოცხადებული იქნება არა როგორც გადაუდებელი გამოყენებისთვის განკუთვნილი, არამედ როგორც ჩვეულებრივი პრეპარატი“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner