logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: გავრცელებული ტყუილი პრემიერის „გაყალბებულ“ კოვიდბარათზე, არც ჟურნალისტურ და არც ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება
- +

4 სექტემბერი. 2021. 02:14

 

 

,,დღეს ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ "სკანდალური" ამბავი აცნობა საზოგადოებას და მორიგი ფეიკ ნიუსი გაავრცელა იმის შესახებ, რომ თითქოსდა პრემიერ-მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა და კოვიდბარათი გააყალბა, ამ დანაშაულის ამსახველი მასალა კი მისმა პრესსამსახურმა პირადი კამერით გადაიღო და საჯაროდ გაავრცელა”, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„არადა ძალიან მარტივი იყო იუსტიციის სახლის გვერდზე ინფორმაციის გადამოწმება, სადაც ნათლად წერია, რომ კოვიდბარათის მიღება შეუძლია როგორც სრულად, ისე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირს.

 

ნებისმიერ პირს შეუძლია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში აიღოს COVID 19 ბარათი, რომელშიც მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: ვაქცინაციის სტატუსი, ბოლო pcr კვლევის შედეგი, ინფიცირების სტატუსი ბოლო 6 თვე. ბარათი გაიცემა უფასოდ.

 

ამავე ტელეკომპანიამ პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე მისი პირადი მონაცემები უკანონოდ გამოიყენა და ვაქცინაციის პორტალზე თვითნებურად დაარეგისტრირა. ეს სამარცხვინო ქმედებაც, ისევე როგორც გავრცელებული ტყუილი „გაყალბებულ“ კოვიდბარათზე, არც ჟურნალისტურ და არც ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება!“ - წერს გიორგობიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner