logo_geo
eng_logo
თეთრმა სახლმა 65 მილიარდი დოლარის გეგმა წარადგინა, რომელიც მომავალი პანდემიებისთვის აშშ-ის მზადყოფნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად
- +

4 სექტემბერი. 2021. 02:53

 

  

ბაიდენის ადმინისტრაციამ 65 მილიარდი დოლარის ოდენობის გეგმა წარადგინა, რომელიც მიზნად მომავალი პანდემიებისთვის აშშ-ის მზადყოფნის გაუმჯობესებას ისახავს.

 

თეთრი სახლი 7-10 წლის განმავლობაში 65.3 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რათა ქვეყანამ სწრაფად და ეფექტურად მოახდინოს რეაგირება მომავალ ეპიდემიებსა და პანდემიებზე.

 

„ეს გეგმა საშუალებების სრულ ნაკრებს მოიცავს, რაც ჩვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვისაა საჭირო, რათა ნებისმიერი ტიპის ვირუსისთვის მზად ვიყოთ. საჭირო დანახარჯების თანხა 65.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და 7-10 წლის პერიოდზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია, რომ 15-20 მილიარდი დოლარით დავიწყოთ ეს პროგრამა, რათა ამ ძალისხმევას ბიძგი მივცეთ“, - განაცხადა სამეცნიერო საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ერიკ ლენდერმა.

 

მისი თქმით, იმის გონივრული ალბათობა არსებობს, რომ კიდევ ერთი სერიოზული პანდემია შეიძლება მოხდეს, შესაძლოა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

 

„მომავალი პანდემია, სავარაუდოდ, არსებითად განსხვავდება COVID-19-ისგან. ასე რომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვირუსულ საფრთხეებთან გასამკლავებლად“, - აღნიშნა სამეცნიერო საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner