ყვარელში, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ვერტმფრენის გარდა, ადგილზე, 24-საათიანი რეჟიმით, მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ცეცხლის ჩაქრობას ქარი და რთული რელიეფი აფერხებს. ხანძარი, ორი დღის წინ, ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში, სავარაუდოდ, 5 ჰექტარ ტერიტორიას უკიდია.