logo_geo
eng_logo
Amnesty International: თურქეთში დაკავებულებს სასტიკად სცემენ და აწამებენ, ასევე აუპატიურებენ
- +

25 ივლისი. 2016. 11:40


საერთაშორისო უფლებდამცველი ორგანიზაციის  Amnesty International-ის  განცხადებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ წამების მეთოდებს იყენებენ.

არსებობს ინფორმაცია ოფიციალურ და არაოფიციალურ იზოლატორებში დაკავებულების წამების შესახებ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


ორგანიზაციის ცნობით, პოლიცია ანკარასა და სტამბოლში „დაკავებულებს აიძულებს, 48 საათის განმავლობაში იყვნენ მტკივნეულ პოზებში, ამყოფებს  მათ საკვების, წყლისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე, სიტყვიერად შეურაცხყოფს და ემუქრება მათ. ყველაზე უარეს შემთხვევებში დაკავებულებს სასტიკად სცემენ და აწამებენ, ასევე აუპატიურებენ".

ყველაზე უარეს შემთხვევებში დაკავებულებს სასტიკად სცემენ და აწამებენ, ასევე აუპატიურებენ", - აღნიშნავს ორგანიზაცია.


გავრეცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია იწვევს ღრმა შეშფოთებას იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მდელობის შემდეგ 10 000-მდე ადამიანი დააკავეს.

Amnesty International მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, უარი თქვას „ამაზრზენ პრაქტიკაზე" და მისცეს საერთაშორისო დამკვირვებლებს უფლება, მოინახულონ დაკავებული ადამიანები.

თურქეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორგანიზაციის ბრალდებები კატეგორიულად უარყო. ანკარა უფლებადამცველებს მოუწოდებს, მიუკერძოებლად გააშუქონ თურქეთის ხელისუფლების ქმედებები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner