logo_geo
eng_logo
42 ჟურნალისტზე თურქეთის პროკურატურამ დაკავების ორდერი გასცა
- +

25 ივლისი. 2016. 11:45


სააგენტო „როიტერი" თურქული არხ NTV-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თურქეთის პროკურატურამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა.

დასაკავებელთა სიაშია ცნობილი ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაკი, რომელიც პროსამთავრობო გამოცემა Sabah daily-დან 2013 წელს, კორუფციულ სკანდალის გაშუქების გამო დაითხოვეს.

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი დააკავეს.


საერთაშორისო უფლებადამცველების ცნობით, დაკავებულთა წინააღმდეგ იყენებენ წამებას და სხვა სასტიკ მეთოდებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner