სააგენტო „როიტერი" თურქული არხ NTV-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თურქეთის პროკურატურამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა.
დასაკავებელთა სიაშია ცნობილი ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაკი, რომელიც პროსამთავრობო გამოცემა Sabah daily-დან 2013 წელს, კორუფციულ სკანდალის გაშუქების გამო დაითხოვეს.
თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი დააკავეს.
საერთაშორისო უფლებადამცველების ცნობით, დაკავებულთა წინააღმდეგ იყენებენ წამებას და სხვა სასტიკ მეთოდებს.