logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ეს რომელი გახარიაა, იცით? ჯერ რომ კლუბები დაარბია და მერე ბოდიში მოიხადა...
- +

4 სექტემბერი. 2021. 17:39

 

„მელიას გამო კი არ გადავდექი, სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევდა „ოცნებაო“ - უთქვამს ბატონ გახარიას. ეს რომელი გახარიაა, იცით? ჯერ რომ კლუბები დაარბია და მერე ბოდიში მოიხადა. პანკისში სპეცრაზმი ლამის რომ ქვებით ჩააქოლვინა ადგილობრივ მოსახლეობას“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ექს-პრემიერის  განცხადებას, რომლის თანახმად „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევდა.

 

„მელიას გამო კი არ გადავდექი, სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევდა „ოცნებაო“ - უთქვამს ბატონ გახარიას. ეს რომელი გახარიაა, იცით? ჯერ რომ კლუბები დაარბია და მერე ბოდიში მოიხადა. პანკისში სპეცრაზმი ლამის რომ ქვებით ჩააქოლვინა ადგილობრივ მოსახლეობას. 20 ივნისს 3 საათი პოლიცია რომ აცემინა პროტესტანტებს და ბოლოს - მელიას გამო გადადგა. სახელმწიფო ინსტიტუტებს რისკის ქვეშ რომ ამყოფებდი, გაქცეულო პრემიერო, მაშინ გედგა გვერდში „ქართული ოცნება“ და მილიონობით მოქალაქე, რომ რამენაირად შეცდომები გამოგესწორებინა, თუმცა, გაიქეცი, პასუხისმგებლობა მოიხსენი და ახლა ყელყელაობ - დღესაც მღერიან ჩემზე ადამიანებიო. 2 ოქტომბერს „გედის სიმღერად“ არ გადაგექცეს პოლიტიკა, ბატონო გიორგი“, - წერს ქადაგიძე facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner