logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კახა კალაძეს ყველა შემთხვევაში ძალიან მარტივად შეუძლია ამ არჩევნების პირველ ტურში მოგება
- +

4 სექტემბერი. 2021. 21:31

 

 

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, არ დავაკონკრეტებ სახელსა და გვარს, შედგა კომუნიკაცია. შუამავალსაც არ დავაკონკრეტებ სხვადასხვა მიზეზის გამო. პირდაპირი მინიშნებებით შედგა კომუნიკაცია, რომ თანხის სანაცვლოდ შეიძლებოდა არ დაეყენებინა თავისი კანდიდატურა გახარიას“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი პარტიის პასუხი ნათელი იყო, რადგან კალაძის შედგები დარწმუნებულები არიან.

 

„საერთოდ არ გვაინტერესებდა გახარია იქნება თუ არა კანდიდატი თბილისის არჩევნებში ერთი მარტივი მიზეზების გამო. ზოგადად, ვინ იქნება კონკურენტი ეს არის კონკურენტების გადასაწყვეტი, ეს ერთი. და მეორე, კახა კალაძეს ყველა შემთხვევაში ძალიან მარტივად შეუძლია ამ არჩევნების პირველ ტურში მოგება. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველაფერს საზოგადოება წყვეტს, მაგრამ ამაზე მიგვანიშნებს რეიტინგი, რომელიც აქვს კახა კალაძეს და რომელიც ეფუძნება იმ გაკეთებულ საქმეებს, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ გასული 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ვართ აბსოლუტურად დარწმუნებულები კახა კალაძის შედეგში. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უარით გავისტუმრეთ (შუამავალი)“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner