„სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს საქართველოში დაბრუნებას მუდმივად ჰპირდება და მათ იმედებს უცრუებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს ჩვენთვის არის სუბიექტურად კარგი, მაგრამ მძიმეა მისი მხარდამჭერებისთვის. თუ მან განიზრახა მაინც ამ გეგმის, (საქართველოში დაბრუნების) განხორციელება, იცით სადაც არის მისი ადგილი. აქედან გამომდინარე, მას აქ, მომგებიანი თამაში საერთოდ არ აქვს, რაც უნდა ის განაცხადოს. ჩვენთვის სულ ერთია, მარჩიელობას არ დავიწყებ მის გეგმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას 6 სექტემბერს გააკეთებს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.