„ეს რეალურად არ არის დახმარება, ეს იყო სესხი, რაც ქართველ ხალხსა უნდა აეღო. გარკვეული დათქმები იყო დაკავშირებული იყო ამ სესხთან და ყველა დათქმა გვაქვს ზედმიწევნით შესრულებული, აბსოლუტურად ყველა. ორივე, პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ნაწილში თითოეული პირობა გვაქვს ზედმიწევნით შესრულებული და ამაზე ვარ პირადად მე პასუხისმგებელი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„რაც შეეხება სესხის აღებას, სესხის აღება პირველ რიგში გადასაწყვეტია მსესხებლის გადასაწყვეტი. შარშან ჩვენ უმძიმესი ეკონომიკური მოცემულობა გვქონდა, რაც პირდაპირ აისახა ბიუჯეტზე, საჭირო გახდა სეკვესტრი, 3 მილიარდი ლარის აღება და ა.შ. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მთავრობა საგარეო ვალს ამცირებს, ეს არის მნიშვნელოვანი მაკროფინანსური სტაბილურობისათვის. წელს ჩვენ უკვე გვაქვს პროგნოზირებული ეკონომიკის ორნიშნა ზრდა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ იზრდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ეს ყველაფერი როდესაც შენ გაძლევს საგარეო ვალის შემცირების საშუალებას, ასეთ დროს უნდა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.