logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ვერ იტანს მელიას, მელია ვერ იტანს მერაბიშვილს და ა.შ.
- +

4 სექტემბერი. 2021. 23:24

 

 

„ეს აბსოლუტურად არასერიოზული და ღიმილისმომგვრელი ნაბიჯი იყო. ერთმა ჩვენმა კოლეგამ ხუმრობით თქვა, რომ ეს პოლიტიკური ნეკროფილიის ერთგვარი გამოხატულებაა“, - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი 5 თვის განმავლობაში შიდა დაპირისპირებების გამო ვერ მოაწერა.

 

„როდესაც ანულირებულ დოკუმენტს ხელს აწერ, ამას არ ვიცი არ შეიძლება დავარქვა. ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ისეთ აბსურდში არიან შესულები. და მიზეზი რა არის? შიდა დაპირისპირებები. მათ აქვთ მუდმივი შიდა დაპირისპირებები. სააკაშვილი ვერ იტანს მელიას, მელია ვერ იტანს მერაბიშვილს და ა.შ. ამ დაპირისპირებებში არიან გახლართულები და ამის გამო 5 თვის განმავლობაში ვერ მოაწერეს ხელი შეთანხმებას. ჩვენთვის ეს მომგებიანი შეცდომებია, რასაც ისინი უშვებენ და ალბათ ამ შეცდომებით განაგრძობენ სიარულს, იმიტომ რომ არავითარი შანსი არ აქვთ. იმიტომ რომ პირველ რიგში შიგნით არიან მორღვეულები და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ის, თუ რა არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner