logo_geo
eng_logo
ქაბულის აეროპორტში ფრენები განახლდა
- +

4 სექტემბერი. 2021. 23:56

 

 

ქაბულის აეროპორტში ფრენები განახლდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ავღანეთის ავიახაბეზმა „არიანამ“ ქაბულის აეროპორტიდან ჰერათის, მაზარ-ი-შარიფის და ყანდაარის მიმართულებით ფრენები განაახლა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას ჰუმანიტარული დახმარების განახლების საშუალებას მისცემს. აეროპორტის მართვაში ადგილობრივებს ყატარიდან მივლენილი ტექნიკური ჯგუფი ეხმარება.

 

როგორც „როიტერი“ წერს, ქაბულის აეროპორტის ფუნქციონირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ავღანეთისთვის როგორც მსოფლიოსთან, ისე შიდა ტერიტორიებთან კავშირის შენარჩუნების კუთხით. გარდა ამისა, ავღანეთში ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება და „თალიბანის“ რეჟიმისგან გაქცევა სურთ. ავღანეთის დატოვებას ელოდებიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებმაც საევაკუაციო რეისებზე მოხვედრა ვერ მოახერხეს.

 

აეროპორტის ფუნქციონირება 31 აგვისტოს შეჩერდა, როდესაც საერთაშორისო ძალებმა მასშტაბური საევაკუაციო პროცესი დაასრულეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner