-
+
5 სექტემბერი. 2021. 10:44
„მომდევნო შაბათს, 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 20-წლისთავზე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ეწვევიან სამივე ადგილს, სადაც, 2011 წელს, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს“, - ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
განცხადების თანახმად, ქვეყნის პირველი პირები პატივს მიაგებენ 3 ათასამდე დაღუპულის ხსოვნას.
ბაიდენი და მისი მეუღლე ეწვევიან ნიუ-იორკს, სადაც, ტერორისტები, ორი გატაცებული თვითმფრინავით, მსოფლიო მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახნენ და 2 753 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.
ამასთან პრეზიდენტი ჩავა არლინგტონში, სადაც გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს.
ამასთან, ბაიდენი ეწვევა სომერსეტ-ქაუნთის ველს პენსილვანიაში - მეოთხე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილს.
წყარო :